ხორციანი ბლინჩიკები
მასალა:
ფქვილი
2–3 ჭიქა
კვერცხი
3–4ც.
რძე
1ლ.
შაქარი
1–2 ჩ/კ.
წყალი
1ლ.
ზეთი
6–7 ს/კ.
სოდა
და ძმარი შერეული 1 ჩ/კ.
მარილი1–2
ჩ/კ.
ფარშისათვის:
ძროხის
ხორცის (ფარში) 1კგ.
ბრინჯი 1–2 ჭიქა
ხახვი
3–4 თავი
დაფქვილი
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ფარშის
მომზადება:
კარგად
მოვხარშოთ
ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ და დავამატოთ გატარებულ ფარშს, შემდეგ მოვხარშოთ ბრინჯი და შევურიოთ ფარშს, დავამატოთ დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით და ფარში მზადაა.
ცომის
მომზადება:
ჯამში
ჩავყაროთ
2 ჭიქა ფქვილი, ჩავასხათ რძე, წყალი, ჩავატეხოთ კვერცხი, შაქარი, სოდიანი ძმარი, ზეთი და მარილი, ეს ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ ხელით ან მიქსერით და შევინახოთ მაცივარში 40 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან, ცოტა გავთქვიფოთ ისევ და გამოვაცხაოთ ტაფაზე თხელი ბლინები ცალ მხარეს. როცა გამოცხვება მეორე მხარეს ჩავდოთ გულსართი 2 ს/კ. და გადავახვიოთ. გამოვაცხოთ და მივირთვათ ცხლად არაჟანთან ერთად სურვილისამებრ.
|