ხორცი ცხარე სოუსში
მასალა:
ცხვრის,
ღორის ან საქონლის ხორცი (რბილობი) 1 კგ.
წიწაკა 3ც.
ცხარე
წიწაკა 2ც.
პომიდორი 5ც.
ხახვი 3–4ც.
ნიორი 3-4 კბილი
მცენარეული
ზეთი 50გრ.
უცხო
სუნელი 1 ჩ/კ.
ოხრახუში,
რეჰანი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი
დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, შევწვათ ზეთში ნახევრად. ტკბილი წიწაკა, პომიდორი და ხახვი დავჭრათ კუბიკებად, დავუმატოთ ხორცს და ვთუშოთ მომზადებამდე. ოხრახუში და რეჰანი დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ გატარებული ნიორი, წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა, უცხო სუნელი, მარილი, კარგად ავურიოთ და შევურიოთ ხორციან მასას, გავაცხელოთ. სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ დაჭრილი მწვანილით.
|