ხინკალი თელავური (ერეკლესაგან)
მასალა:
1კგ. ფარში (საქონელი და ღორი, შეიძლება ცხვარიც დაემატოს!).
1,2კგ. ფქვილი (სასურეველია შინაური რუხი ფქვილი)
200გრ. ხახვი
2 კბილი ნიორი
შავი პილპილი (ფარშში შეიძლება შავთან ერთად დაფქვილი წითელი წიწაკაც
გამოვიყენოთ), ძირა, მარილი.
მომზადება:
ცომის მომზადება:
"ძარღვიანი" (მაგარი) ცომი იზილება მარილიან თბილ წყალში!!!
მოზელვის შემდეგ ცომს მოვაყრით ფქვილს, გადავაფარებთ ჩაის ტილოს და დაახლოებით
ნახევარ საათს "დავასვენებთ". შემდეგ კიდევ ერთხელ გადავზილავთ და ცომი
მზადაა.
ფარშის მომზადება:
თანაბარი რაოდენობით ვიღებთ საქონლის და ღორის ხორცს. ხინკალი რომ
წვნიანი გამოვიდეს, სასურველია ღორის მსუქანი ხორცი (არც მთლად ქონი). დავამატოთ
ხახვი, ნიორი, ძირა, პილპილი და გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. ფარშს
აუცილებლად დავასხათ ადუღებული წყალი . დავდგათ 5 წუთი და ფარშიც მზადაა.
|