მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 25 » ხინკალი კახურად
15:10
ხინკალი კახურად


ხინკალი კახურად

 

მასალა: 

ცომი:

პურის ფქვილი 1კგ.

კვერცხი 2ც.

მარილი გემოვნებით.


შიგთავსი:

ცხვრის ხორცი 500გრ.

ღორის ხორცი 500გრ.

ხახვი  4-5 თავი

ოხრახუში 1 კონა

ქინძი 1 კონა

შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.


მომზადება:

ფქვილს დავამატოთ მარილი, კვერცხი, წყალი და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი), მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ, ჭიქით გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ მომზადებული დაახლოებით 1 ს/კ. შიგთავსი და შევახვიოთ. ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში (თან თანდათან ვატრიალოთ ქვაბი რომ ძირს არ დაეკროს ხინკლები), როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ ამოვიღოთ ქაფქირით სასურველ ჭურჭელზე. სუფრაზე მივიტანოთ დანაყილ პილპილთან ერთად.


შიგთავსის მომზადება:

ცხვრის და ღორის ხორცი გავატაროთ ორჯერ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, შავი პილპილი, მარილი, კარგად ავურიოთ, დავამატოთ ცოტა წყალი და ისევ კარგად ავურიოთ.

კატეგორია: ფქვილეული/ბურღულეული | ნანახია: 1665 | დაამატა: natia | ტეგები: ხინკალი კახურად | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: