ხინკალი
მასალა: ცომი:
პურის ფქვილი 500გრ.
მარილი გემოვნებით.
შიგთავსი:
მსუქანი ცხვრის ხორცი 300გრ.
ღორის ხორცი 200გრ.
ხახვი 3 თავი
ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ მარილი, წყალი და კარგად
მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი), მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ, ჭიქით
გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ მომზადებული
დაახლოებით 1 ს/კ. შიგთავსი და შევახვიოთ. ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში (დროდადრო ვატრიალოთ ქვაბი რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას), როცა ყველა
ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ ამოვიღოთ სასურველ ჭურჭელზე.
შიგთავსის მომზადება: ხორცი და ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, შავი პილპილი, მარილი, თბილი წყალი რამდენსაც შეიწოვს (დაახლოებით 1/2 ჩ/ჭ.) და კარგად ავურიოთ.
|