მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1362
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ხილის შენახვის მეთოდები
18:11
ხილის შენახვის მეთოდები


ხილის შენახვის მეთოდები

 

ზაფხული, გარდა დასვენებისა და განტვირთვისა, იმითაცაა გამორჩეული, რომ ამ დროს ბევრი სხვადასხვაგვარი ხილი შემოდის და გვაქვს საშუალება, მივირთვათ ის, რაც გვინდა. ხშირად უფრო მეტი რაოდენობის ხილს ვყიდულობთ, ვიდრე გვჭირდება, მეორე დღეს კი მას უკვე თავდაპირველი არომატი და გემო აღარ აქვს. თუმცა არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა დახმარებით შეძლებთ ხილს მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ გემო და ვიტამინები.

ვიტამინების შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა პროდუქტის მაცივარში გაყინვა. მაცივარში გაყინული ხილი და კენკრა თითქმის მთლიანად ინარჩუნებს ვიტამინს. უმჯობესია გაყინული ხილი სწრაფად გავალხოთ და სწრაფადვე მოვიხმაროთ, სანამ ხილში ვიტამინების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. გაყინვის ტემპერატურა დამოკიდებულია ხილის სახეობაზე და მერყეობს 16 °-დან 36°-მდე.

როგორც ბაზრობაზე მითხრეს, ხილი კარგად ინახება მშრალსა და სუფთა სარდაფშიც, რომლის განიავებაცაა შესაძლებელი. ხილი უნდა დაალაგოთ თაროებზე ან ჩააწყოთ ყუთებში.

რაც შეეხება ბოსტნეულს, მისი შენახვის საუკეთესო საშუალება გაყინვაა. თითქმის ყველა ბოსტნეული, გარდა ტენის მაღალი შემცველობის მქონე ბოსტნეულისა (ხახვი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა), ადვილად იყინება. გაყინვამდე ბოსტნეული 2-3 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ცხელ წყალში, შედეგად განადგურდება ფერმენტები, რომლებიც ხელს უწყობენ მის ლპობას. ანალოგიურად ინახავენ მწვანილსაც. სწრაფად გაყინული მწვანილი თავის ფერსა და არომატს უფრო კარგად ინარჩუნებს, ვიდრე შენახვის სხვა მეთოდების დროს. პორციებად დანაწილებული მწვანილი მჭიდროდ შეახვიეთ ფოლგაში ან პოლიეთილენში და შეინახეთ საყინულეში.

რაც შეეხება ხილ-ბოსტნეულის საზამთროდ შენახვას, ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია მისი მოთავსება ბნელ სარდაფში, ოღონდ ვიტამინების შესანარჩუნებლად უნდა დავიცვათ ტემპერატურული რეჟიმი. მაგალითად, კარტოფილის სარდაფში შესანახად საუკეთესო ტემპერატურაა 2-3 გრადუსი, უფრო დაბალი ტემპერატურა ვიტამინების დაშლას გამოიწვევს. ასეთივე ტემპერატურაა სასურველი ხილის შესანახადაც. ნედლი კომბოსტო კი ინახება 1-დან 2-გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში. რაც შეეხება ფოთლოვან ბოსტნეულს, როგორიცაა: სალათა, ისპანახი, ნიახური, ოხრახუში და სხვა, სამ დღეზე მეტ ხანს არ ინახება. სამ დღის შემდეგ, როგორ პირობებშიც არ უნდა შევინახოთ, მათი ვიტამინური შემცველობა 30%-მდე მცირდება.

 

წყარო: lifestylebatumelebi.blogspot.com

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1360 | დაამატა: natia | ტეგები: ხილის შენახვის მეთოდები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: