ხევსურული ლუდის დამზადება
ლუდი
ხევსურეთში
საპატიო სასმელია. ლუდი ქერისა და სვილისაგან იხარშება.ღირსებით აქ სვილის ლუდს ამჯობინებენ. სალუდე ჭირნახულს ჯერ ფორად აქცევენ და შემდეგ მას დაფქვავენ.ფქვილს წყალში ჩაყრიან და ადუღებენ. როცა ის დაიდუღებს,გასაწურავად. ტომრებში ჩაასხამენ, თავებს ჭუჭკიტ მოუკრავებ და მას ორკაპიან ,,კედნით” (ჯოხი) მოუჭერენ: პარკიდან ლუდის წვენი ქვაბში იწურება. ტომარაში რჩება მხოლოდ ქატო, რომელსაც საქონელს აჭმევენ. გამონაწურ ლუდის ტკბილს ისევ ქვაბში ჩაასხამენ, სვებს (ბალახია) ჩაატანენ და ადუღებენ. როცა ტკბილი დაიდუღებს, მას ხელმეორედ კარგად გასწურავენ, ლუდს შეანელებენ,შემდეგ კოდში ჩააყენებენ და ჭიჭს მისცემენ. ჭიჭი ლუდის წვენს ოთხ დღეში დაამაჭრებს და მეხუთე დღეს მშუშხავ ლუდს მიირთმევენ. ხევსურები ლუდს კარგად აკეთებენ და ბევრსაც სვამენ.
ჩხუტი-
ლუდის ფორის ასაწყავი ჭურჭელი
ლუდის
ტრადიციული
სასმისები
სახუცო
კოჭობი - ლუდის სარიტუალო სასმისი
ლუდის
სარიტუალო
ჭურჭელი
|