ხაშლამა
მასალა:
ძროხის
ხორცი ცხიმოვანი (გრუძინკა) 2 კგ.
ხახვი
3–4 თავი
ოხრახუში
1 კონა
დაფნის
ფოთოლი 2ც.
წითელი
წიწაკა
1–2ც.
ნიახურის
ფესვები, და მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი
დავჭრათ დიდ ნაჭრებად, ისე რომ თითოეულ ნაჭერზე იყოს ძვალი, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ 6 ლიტრი ცივი წყალი, ჩავაწყოთ მთლიანი ხახვი, მთლიანი წიწაკა, დაფნის ფოთოლი, ნიახურის ფესვები, ოხრახუში, (ოხრახუშის ნახევარი შევინახოთ გასაფორმებლად), ვადუღოთ დაბალ ტემპერატურაზე, პერიოდულად მოვხადოთ ქაფი და ვხარშოთ
მომზადებამდე.
მომზადების
შემდეგ ხორცი ამოვიღოთ ქაფქირით დიდ თეფშზე, მოვაყაროთ მარილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
|