ხაში ცხვრის შიგნეულისა და ჩლიქებისაგან
მასალა:
ცხვრის
თავ-ფეხი 2 კგ.
გასუფთავებული
ნაწლავები 600გრ.
ნიორი 7-8 კბილი
ძმარი 0,5 ჩ/ჭ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარგად
გასუფთავებული,
თბილ წყალში გარეცხილი ცხვრის თავ-ფეხი და კუჭ-ნაწლავი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში. შემდეგ ამოვიღოთ, გავაციოთ, დავჭრათ წვრილად და ისევ ჩავყაროთ თავის წვენში, შევაზავოთ მარილით და ძმრით. ცივ წყალში გახსნილი დანაყილი ნიორი სუფრაზე ცალკე მივიტანოთ.
|