ხარჩო ქართულად
მასალა:
ძროხის
ან ცხვრის ხორცი (გრუძინკა) 350გრ.
ბრინჯი
4 ს/კ.
ცხოველური
ცხიმი 2 ს/კ.
ხახვი
2 თავი
ნიორი
2 კბილი
ტომატ
პასტა 3 ს/კ.
ტყემლის
საწებელი
1 ს/კ.
უცხო
სუნელი
1 ჩ/კ
წვრილად
დაჭრილი ქინძი 2 ს/კ.
წყალი1
ლ.
დაფქვილი
შავი პილპილი, მარილი და დაფნის ფოთოლი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი
დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (30 გრ) (ხრტილებიანად), დავასხათ წყალი და ვხარშოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად, შევწვათ ცხიმში სანამ ბოლომდე მზად იქნება დავამატოთ ტომატი და მოვთუშოთ. ხორცის ბულიონს დავამატოთ ბრინჯი, მომზადებული ხახვი და გავაგრძელოთ ხარშვა, მომზადების ბოლოს დავამატოთ ტყემლის საწებელი, ქინძი, დანაყილი ნიორი, უცხო სუნელი, წიწაკა კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ გაზქურაზე 5 წუთი, შემდეგ გადმოვდგათ და კერძიც მზადაა. გავაფორმოთ მწვანილით.
|