მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1361
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ხახვის დაჭრა უცრემლოდ
18:08
ხახვის დაჭრა უცრემლოდ


ხახვის დაჭრა უცრემლოდ

 

ხშირად გინახავთ ალბათ სამზარეულოში ატირებული დიასახლისები, ჯერ შეშფოთებულხართ, მერე კი გაგირკვევიათ, რომ ყველაფერში "დამნაშავეხახვია. ხახვის დაჭრა უსიამოვნო პროცესია, არადა, ეს ბოსტნეული კერძებს ძალიან უხდება და ბევრი კერძი მის გარეშე წარმოუდგენელია. დიასახლისები ხახვისგან "თავდასაცავადუამრავ მეთოდს იყენებენ. შევეცადე, შემეკრიბა ისინი რესპონდენტების, სხვადასხვა საიტისა თუ ფორუმის დახმარებით. ხახვის დაჭრა ყველაზე მარტივად კომბაინითაა შესაძლებელი _ სწრაფად, თანაბრად და თანაც უცრემლოდ. თუმცა კომბაინი ყველას არ აქვს, ამიტომ რამდენიმე ხერხის ცოდნა აუცილებელია. ხახვის უცრემლოდ დაჭრის ყველაზე ცნობილი მეთოდი დანის დასველებაა. "დაჭრამდე ხახვი და დანა წყალში უნდა გააჩეროთ, საკმაოდ ეფექტურია” _ გვირჩევს გულნაზი ზოსიძე. ერთ-ერთზე საიტზე გვირჩევენ, რომ ხახვის დაჭრამდე არამარტო დანა და ხახვი, ხელებიც კარგად დავისველოთ, ოღონდ აუცილებლად ცივ წყალში. აქვე გვეუბნებიან, რომ სველი დანა ისრუტავს ხახვის წვენის შხეფებს და ხელს უშლის მათ თვალში მოხვედრას. ასევე, საკმაოდ ეფექტური ყოფილა ხახვის ცივ გამდინარე წყალში გასუფთავება და დაჭრა გამდინარე წყალთან, ონკანთან ახლოს. კარგია ხახვს შუაზე თუ გაჭრით და 5 წუთით წყალში გააჩერებთ. კარგი საშუალებაა ასევე დაჭრამდე რამდენიმე წამით ხახვის გაჩერება მდუღარე წყალშიც. ერთ-ერთი საიტის მიხედვით კი ყველაზე მარტივი, ეფექტური და გამოცდილი საშუალება 3-5 წუთით ხახვის საყინულეში გაჩერებაა, შემდეგ კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაჭრათ იგი. ერთმა მეგობარმა კი, ხახვის დაჭრის პროცესში პირში რამდენიმე ყლუპი წყლის დაგუბება მირჩია. იმავეს გვირჩევენ ერთ-ერთ საიტზეც. ასევე ამბობენ, რომ ეფექტურია ხახვის დაჭრამდე დანის მარილით გაწმენდა. ან მაგიდასთან, სადაც ხახვს ჭრით, ვენტილატორის მოთავსება _ იგი გაანიავებს ოთახს ხახვის ლაკრიმატორისგან, რომელიც იწვევს ცრემლდენას. ეფექტურია ხახვის დაჭრისას მაგიდაზე ანთებული სანთლის დადებაც. ერთ-ერთ საიტზე ისიც წავიკითხე, რომ ხახვი შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც სპობენ მიკრობებს. ასე რომ, თუ თვალები გეწვით და სურდოს გაქვთ, ხახვის დაჭრა კარგი პროფილაქტიკაა.

 

წყარო: lifestylebatumelebi.blogspot.com

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1455 | დაამატა: natia | ტეგები: ხახვის დაჭრა უცრემლოდ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: