ხახვიანი ერბოკვერცხი
მასალა:
კვერცხი 2ც.
ხახვი 2 თავი
ერბო 2 ჩ/კ.
მწვანილი და მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი მოვშუშოთ ცხიმში,
კარგად ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში, კამა,
ქინძი). დავასხათ მოშუშულ ხახვს და შევწვათ. გადმოდგმისას მოვაყაროთ წვრილად
დაჭრილი იგივე მწვანილი.
|