ხახვი
ხახვი
– Allium cepa L. ხახვისებრთა - Alliaceae. ოჯახს მიეკუთვნება. მრავალწლოვანი ბალახია, ღერო საყვავილე ისარს წარმოადგენს. უფოთლოა, 80 სანტiმეტრამდე სიმაღლის. ბოლოვდება სფეროსებრი მრავალყვავილიანი ყვავილედით. ყვავილები წვრილია, მომწვანო–თეთრი ფერის. ფოთლები უშუალოდ ბოლქვიდან გამოდის, მილისებრია, ღრუიანი, ორწყება. ბოლქვები განლაგებულია ე.წ. ბოლქვის ძირაკზე, რომელიც დამოკლებულ ღეროს წარმოადგენს. ნაყოფი უსწორო ფორმის სამბუდიანი კოლოფაა. თესლი წვრილია, დაკუთხვილი, შავი ფერის. ყვავილობს ივლის–აგვისტოში. თავიანი ხახვის ველური სახეობები აღმოჩენილი არაა. კულტურული ფორმების სამშობლოდ ჩინეთს, შუა და წინა აზიას მიიჩნევენ. როგორც ბოსტნეულს პრაქტიკულად ყველგან აშენებენ. ცნობილია მრავალი ჯიში, რომლებიც ერთმანეთისაგან მრავალი პარამეტრით განსხვავდებიან.
სამედიცინო
მიზნით გამოყვანილია (შერჩეულია) სპეციალური ჯიშები. ნედლეულია ხახვის ნედლი ბოლქვი – Bublus Allii cepae recens. [9]: ,,ხახვის ბოლქვი 15 სმ-მდე დიამეტრის მომრგვალო ან კვერცხისებრია. შიგნით აქვს თეთრი, მომწვანო ან მოიისფრო ხორცოვანი ქერქლები, რომლებიც გარედან დაფარულია მშრალი, მეტ-ნაკლებად მუქი ქერქლით. გემო მძაფრი-მშუშხავია, გასრესისას ჩნდება ხახვის სპეციფიკური სუნი.” ბოლქვებს შლიან ფურცლებად, აფენენ თხელ ფენად და აშრობენ. სპეციალური საშრობების გარეშე ფურცლებად დაუშლელი ბოლქვის გაშრობა რთულია. ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში ხახვზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ჯგუფები:
C, B1 კაროტინოიდები, C, B1 კაროტინოიდები, S-გლიკოზიდები, ალიინი, ეთეროვნი ზეთი, ვიტამინები, მალტოზა. მეთილალიინი, პოლისაქარიდები (10%), პროპილალიინი, პროპილმეკაპტანი და მისი სულფიდები, საქაროზა, სტეროიდულ საპონინები, ფლავონოიდები, ფრუქტოზა, ქვერცეტინი და მისი გლიკოზიდები, ციკლოალიინი.
– ამზადებენ პრეპარატ ალილჩეპს. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ატონიისას.
- ამზადებენ ნაყენს. გამოიყენება ანტისეპტიკური, ანტითრომბული, ანტილიპიდური, ჰიპოგლიკემიური დანიშნულებით. ახასიათებს მატონიზირებელი და ფიტონციდური
თვისებები.
– მწვანე ხახვს სურავანდის საწინააღმდეგოდ იყენებენ.
წყარო:
medgeo.net
|