![](/13/2889.jpg)
ხაჭოს ხინკალი
მასალა:
ცომი:
ფქვილი 1,2კგ.
კვერცხი 1ც.
მარილი გემოვნებით.
შიგთავსი:
სოფლის ხაჭო1კგ.
კვერცხი1ც.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
1,2 კილო ფქვილი, ერთი კვერცხი, მარილი. ვზელთ მაგარ ცომს და 20 წუთით
მაინც "ვასვენებთ". შემდეგ ვაბრტყელებთ ცომს, ხაჭოში ვურევთ კვერცხს,
ვაზავებთ მარილით და ამ მასას ვუშვებით გულსართში და მთვარისებურად ვუკრავთ პირს.
ადუღებულ ქვებში ვყრით ხინკლებს, როცა ხინკალი ზემოთ ამოიყრება და დაიბერება, ე.ი.
მზადაა. დაახლოებით 7 წუთი საკმარისია. და მთავარი: მზა, ცხელ ხინკლებს მოვასხამთ
ერბოს. ერთი თავისებურებაც: ხაჭოს ხინკალი ჩანგლით იჭმევა.
|