![](/14/2958.jpg)
ხაჭაპური შამფურზე
მასალა:
ცომი:
კვერცხი 1ც.
წყალი 1 ჩ/ჭ.
ძმარი 3 ს/კ.
ზეთი 3 ს/კ.
ფქვილი 3 ჩ/ჭ.
მარგარინი 450გრ.
შიგთავსი:
სულგუნი 1კგ.
კვერცხი წასასმელად.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ, დავასხათ წყალი (ოთახის ტემპერატურის), ძმარი,
ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი, გავყოთ სამ ნაწილად, თითოეული
ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 50გრ. მარგარინი, დავკეცოთ კონვერტისებურად,
გადავახვიოთ პარკში და შევინახოთ საყინულეში (15–20 წუთი). ეს პროცესი გავიმეოროთ
სამჯერ. გაყინული ცომი დავჭრათ ზოლებად–სიგრძეზე. შამფურზე გადავახვიოთ სულგუნი,
შემდეგ კი ზემოდან გადავახვიოთ ცომი, წავუსვათ კვერცხი და შევწვათ მაყალზე.
სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.
|