![](/14/2913.jpg)
ხაჭაპური კარტოფილით და ყველით
მასალა:
ცომი:
პურის
ფქვილი 1,5კგ.
საფუარი
(დროჟი) 15გრ.
შაქარი
1 ჩ/კ.
ზეთი
3 ს/კ.
მარილი
1 ჩ/კ.
წყალი
რასაც შეიზელს
ზეთ
შესაწვავად.
შიგთავსი:
ოსური ყველი 500–600გრ.
კარტოფილი 500გრ.
კარაქი 100გრ.
მომზადება:
ფქვილს, დავამატოთ საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ზეთი, თბილი წყალი
და მოვზილოთ ცომი. მომზადებულ ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას
რამოდენიმე საათით. შემდეგ ცომი გავყოთ პატარა გუნდებად, თითოეული ცომის გუნდა
ცოტათი გავაბრტყელოთ თითებით, გაბრტყელებულ ცომებზე მოვათავსოთ მომზადებული
შიგთავსი, მოვუკრათ თავი, გავაბრტყელოთ და შევწვათ გაცხელებულ ცხიმწასმულ ტაფაზე ან კეცზე.
შითავსის მომზადება:
კარტოფილი გავთალოთ,
მოვხარშოთ და გავაკეთოთ პიურე. შემდეგ დავამატოთ დაფხვნილი ყველი, დარბილებული
კარაქი და კარგად ავურიოთ.
|