![](/14/2914.jpg)
ხაჭაპური კარტოფილით
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 1,5კგ.
საფუარი (დროჟი) 15გრ.
შაქარი 1 ჩ/კ.
ზეთი 3 ს/კ.
მარილი 1 ჩ/კ.
წყალი რასაც შეიზელს
ზეთ შესაწვავად.
შიგთავსი:
კარტოფილი 1კგ.
ერბო ან კარაქი 8–9 ს/კ.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს,
დავამატოთ საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ზეთი, თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი.
მომზადებულ ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას რამოდენიმე საათით.
შემდეგ ცომი გავყოთ პატარა გუნდებად, თითოეული ცომის გუნდა ცოტათი გავაბრტყელოთ
თითებით, გაბრტყელებულ ცომებზე მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი, მოვუკრათ თავი,
გავაბრტყელოთ და შევწვათ გაცხელებულ ცხიმწასმულ ტაფაზე ან კეცზე.
შიგთავსის მომზადება:
კარტოფილი
გავთალოთ, დავჭრათ, დავასხათ წყალი და კარგად მოვხარშოთ; ხის კოვზით კარგად
დავზილოთ, დავუმატოთ ერბო ან კარაქი, შევაზავოთ მარილით, პილპილით, შევაგრილოთ და ისე
გამოვიყენოთ.
|