ხაჭოს სირნიკები
მასალა:
ხაჭო
250გრ.
კვერცხი
1ც.
შაქარი
2–3 ს/კ.
პურის
ფქვილი
0,5 ჭიქა.
მომზადება:
ხაჭოს
დავამატოთ
კვერცხი, შაქარი, ფქვილი და კარგად ავურიოთ. დასველებული კოვზით ავიღოთ ხაჭოს მასა და ყველა მხრიდან ამოვავლოთ ფქვილში, მივცეთ ჩვენთვის სასურველი ფორმა (მრგვალი ან ოვალური). შევწვათ გაცხელებულ ზეთში ტაფაზე ორივე მხრიდან მომზადებამდე. მომზადებული სირნიკები სუფრაზე გავიტანოთ არაჟანთან ერთად. (გავაფორმოთ რომელიმე ხილით).
|