ხაჭოს რულეტები
მასალა:
ხაჭო 250გრ.
ფქვილი 270გრ.
კარაქი 40გრ.
გამაფხვიერებელი 5გრ.
კვერცხი 1ც.
ყავისფერი შაქარი (ან
თეთრი) 60გრ.
შიგთავსი:
დარიჩინი 1 ს/კ.
ყავისფერი შაქარი (ან
თეთრი)და ქიშმიში გემოვნებით.
მომზადება:
ხაჭო, ფქვილი, ქარაქი და
გამფხვიერებელი ერთად ავურიოთ, შემდეგ ავთვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავასხათ
ხაჭოიან მასას და მოვზილოთ ცომი. მოზელილი ცომი ცოტა ხნით გავაჩეროთ თბილ ადგილზე.
შემდეგ გავყოთ ორ ნაწილად და თითოეული გავაბრტყელოთ თხლად. ერთ ცომზე მოვაყაროთ
შაქარი დარიჩინთან ერთად და გადავახვიოთ რულეტისებურად. მეორე ცომზე კი მოვაყაროთ
ქიშმიში და ესეც გადავახვიოთ, შემდეგ ორივე რულეტი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და
მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე (ან ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდეზე).
გამოვაცხოთ აირღუმელში 180*–ზე 15–20 წუთი.
|