![](/6/1030.jpg)
ხაჭოს პიცა ძეხვით
მასალა:
ცომისთვის:
ხაჭო
250გრ.
მარილი
0.5 ჩ/კ.
სოდა
0.5 ჩ/კ.
მცენარეული
ზეთი 2 ს/კ.
კვერცხი
2ც.
ფქვილი
350-400 გრ.
შიგთავსი:
კეჩუპი
100გრ.
მაიონეზი
100გრ.
ძეხვი
300გრ.
გახეხილი
ყველი 200გრ.
მომზადება:
გაცრილ
ფქვილს დავამატოთ მარილი და სოდა, ავურიოთ ხაჭო, შემდეგ დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, ზეთი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე. ცომს წავუსვათ დიდ ფენად კეჩუპი. ძეხვი დავჭრათ მრგვალად და მოვათავსოთ კეჩუპწასმულ ცომზე, მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 35 წუთი.
|