ხაჭოს ბურთები ვაშლით
მასალა:
2 კვერცხი
შაქრი 1ს/კ.
ხაჭო 250გრ.
სოდა ძმრით ათქვეფილი 0.5ჩ/კ.
ფქვილი 3–4ს/კ.
ვაშლი 1-2 ცალი (გავხეხოთ მსხვილ სახეხზე).
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ ხაჭო, სოდა, ფქვილი და
მოვზილოთ ცომი. მომზადებულ ცომს ჩამოვაჭრათ პატარა–პატარა ნაჭრები, თითოეული ცომის
ნაჭრის შუაში ჩავდოთ გახეხილი ვაშლი და გავაკეთოთ პატარა ბურთები. მომზადებული
ბურთები შევწვათ ზეთში. შეწვის შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
|