ქაცვის ჩაი
მასალა:
100გრ. ჩაი
25გრ. მაწონი
30-40გრ. ქაცვის წვენი
1 ს/კ. თაფლი.
მომზადება:
ქაცვის
წვენი მაწონთან და თაფლთან ერთად ავთქვიფოთ და მაგარი უშაქრო ჩაი დავუმატოთ. მივირთვათ ცივი.
კომენტარი:
ქაცვი
შეიცავს
3,5%-მდე შაქარს, 2,6% მჟავებს, 8% ცხიმოვან ზეთებს 300-450 მგ.% C-ვიტამინს, კაროტინს, B1,
B2, BC (ფოთლის
მჟავა) და E ვიტამინებს. ნაყოფში შემავალი ზეთი მიდის ჭრილობის შემხორცებელი წამლების დასამზადებლად. ხალხურ მედიცინაში ქაცვის ნაყოფებს იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ,
კუჭის სამკურნალო და სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებას.
|