ქათმის სალათი (იმერული)
მასალა:
ქათმის
კუჭმაჭი ქათამი ან პატარა ინდაური 1,5კგ.
კვერცხი
5ც.
გატარებული
ნიგოზი
1,5 ჭიქა
ბროწეული
1ც.
მწვანე
სალათის ფოთოლი 300–400გრ.
მწვანე
ხახვი საშუალო კონა
კამა
საშუალო კონა
ტარხუნა
საშუალო კონა
თეთრი
ღვინის ძმარი
კარაქი
ან ერბო
შავი
პილპილი და მარილი წასასმელად.
მომზადება:
ქათამი
მოვათავსოთ
ჭურჭელში,
დავასხათ ცივი წყალი ისე რომ მთლიანად დაფაროს, ნახევრად მოვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 50 წუთი. გადმოვიღოთ გამოსაცხობ ფორმაზე, გავაცივოთ, წავუსვათ კარაქი ან ერბო და შევდგათ 170 °С
–ზე გაცხელებულ აირღუმელში 1 საათით. შემდეგ გავაცივოთ. კვერცხი მოვხარშოთ მარილიან წყალში, გავაცალოთ ნაჭუჭი. გატარებული ნიგოზი გავძრათ ძმარში, დავამატოთ მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ. გაცივებულ ქათამს მოვაშოროთ ძვლები და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. მოხარშული კვერცხი, მწვანე ხახვი და კამა დავჭრათ წვრილად, ტარხუნის ფოთლებს მოვაცილოთ ღერო. სალთის ფოთლები დავჭრათ, მოვათავსოთ გრძელ სასურველ ფორმაზე. ჯამში ავურიოთ მომზადებული პროდუქტები – ხორცი, კვერცხი, მწვანილი, ბროწეულის მარცვლები, ხახვი და მოვათავსოთ
სალათზე. სალათს მოვასხათ მომზადებული ნიგვზის სოუსი და ფრთხილად ავურიოთ. შემდეგ მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და ტარხუნის ფოთლები.
|