ქათმის სალათი
მასალა:
ქათმი 1ც.
კვერცხი 5ც.
ბროწეული 2ც.
მწვანე
სალათის ფურცლები300-400გრ.
მწვანე
ხახვი 100გრ.
ნიგოზი
1–1/2 ჭიქა
ვაშლის
ან ღვინის ძმარი 2 ს/კ.
კამა,
ქინძი, ტარხუნა, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათმის
რბილობი შევწვათ, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, დავუმატოთ მოხარშული დაჭრილი კვერცხი, წვრილად დაჭრილი სალათის ფურცლები, (ნაწილი სალათის ფურცლები შევინახოთ გასაფორმებლად),
მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი და კამა, 5–6 ღერი მწვანე ხახვი.
სოუსის
მომზადება:
გატარებულ
ნიგოზს დავუმატოთ ძმარი და დარჩენილი დაჭრილი ხახვი. მიღებული სოუსი მოვასხათ მომზადებულ სალათს, კარგად ავურიოთ და გავაფორმოთ სალათის ფოთლებით. თავზე მოვაყაროთ დაჭრილი ტარხუნა და ბროწეულის მარცვლები.
|