ქათმის პეროგი
მასალა:
ცომი:
მარგარინი
200გრ.
არაჟანი
200გრ.
კვერცხის
გული (ყვითრი) 2ც.
მარილი
1/3 ჩ/კ.
შაქარი
1/2 ჩ/კ.
გამაფხვიერებელი
ან სოდა ძმარში ათქვეფილი 1ჩ/კ.
პურის
ფქვილი
1,5–2 ჭიქა.
შიგთავსი:
ქათმის
ფილე
500–600გრ.
კარტოფილი
600გრ.
ხახვი
3–4 თავი
სტაფილო
2ც.
მარილი
1/2 ჩ/კ.
კამა,
ოხრახუში და წიწაკა გემოვნებით.
კარაქი
50გრ.
მომზადება:
კვერცხი
ავთქვიფოთ
მარილთან და შაქართან ერთად, დავამატოთ დარბილებული მარგარინი, არაჟანი და კარგად
ავურიოთ შემდეგ დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი. მომზადებული ცომი შევდგათ საყინულეში 30 წუთით.
შიგთავსის
მომზადება:
ქათმის
ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად. სტაფილო გავხეხოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად. ყველა ინგრედიენტები ავურიოთ ჯამზე, დავამტოთ მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი მწვანილი და კარგად ავურიოთ. შემდეგ ცომი გამოვიღოთ საყინულიდან და გავყოთ 2 ნაწილად . ცომის დიდი ნაწილი გავაბრტყელოთ
4–5 მმ. სისქეზე და მოვათავსოთ ფორმაზე (ისე რომ ცომი ცოტათი გადმოვიდეს ფორმის გვერდებზე) ცომზე მოვათავსოთ შიგთავსი, კარგად მოვუსწოროთ ზედაპირი და შიგთავზე მოვაყაროთ დაჭრილი კარაქი, შემდეგ გავაბრტყელოთ დარჩენილი ცომი, დავაფაროთ შიგთავსს, გვერდები კარგად გადავუკეცოთ და შუაში გავუკეთოთ პატარა ხვრელი. გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 40–50 წუთის განმავლობაში 180–200* ტემპერატურაზე.
|