ქათმის კუჭები ნიგვზით
მასალა:
ქათმის
კუჭი 1 კგ.
ნიგოზი 2 ჭიქა
ხახვი 2-3ც.
ნიორი
2-3 კბილი
ბროწეული 1ც.
ქონდარი 5-6 ღერო
ქინძი,
უცხო სუნელი, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათმის
კუჭი მოვხარშოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად (კუჭის ნახარში ბულიონი შევინახოთ), ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქონდარი. ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი, წიწაკა, ბროწეულის მარცვლებისგან გამოწურული წვენი, მარილი, უცხო სუნელი, შენახული ბულიონი და კარგად ავურიოთ. მიღებული სოუსი დავასხათ ქათმის კუჭს, ავადუღოთ და ვხარშოთ 3–5 წუთი. გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით.
|