ქათმის, ინდაურის, ბატის ან იხვის ხარჩო
მასალა:
1200გრ. ქათმის ან ინდაურის ხორცი
200გრ. ბრიჯნი
300გრ. ხახვი
3-4 კბილი ნიორი
4ც. კვერცხი
ტყლაპი, მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით..
მომზადება:
დაახლოებით 1200გრ. ქათმის ან ინდაურის კარგად გასუფთავებული და
დაჭრილი ხორცი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, ისე რომ სამ-ოთხ სანტიმეტრზე იყოს
ხორცის ზემოდან. დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. წყლის დუღილის დროს ქაფი
მოვხადოთ, შემდეგ ჩავყაროთ შიგ ერთი ჩაის ჭიქა გასუფთავებული და გარეცხილი ბრინჯი,
პატარა ნაწილებად დახეული ტყლაპი და ნიორი გემოვნების მიხედვით, წვრილად დაჭრილი
300 გრამი ხახვი, 3-4 დაფნის ფოთოლი და ვადუღოთ. როდესაც ხორცი მოიხარშება, ქვაბი
გადმოვიღოთ და შევანელოთ მარილით და წიწაკით, ნელ-ნელა დავასხათ 4 ცალი ათქვეფილი
კვერცხი და თანაც მოვურიოთ ქვაბს, რომ კვერცხი არ აიჭრას.
|