ქათმის ჩიხირთმა
მასალა:
ქათმის ხორცი 800–900გრ.
კვერცხი 4ც.
ძმარი 2 ს/კ.
ხახვი 4-5 თავი
პურის ფქვილი 3 ჩ/კ.
ზაფრანა (ყვითელი ყვავილი) 1
ჩ/კ.
წვრილად დაჭრილი ქინძი 1/2
ჩ/ჭ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
800-900გრ. მსუქანი ქათმის ხორცი დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, შევდგათ
ნელ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ ხორცი ოდნავ შევარდისფერდება. ჩავუმატოთ ხახვი და
ქინძი. კერძი უნდა იხრაკოს ნელ ცეცხლზე, 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოვაყაროთ
მარილი, დავასხათ წყალი დაახლოებით 10 ჩაის ჭიქა, იდუღოს მანამ, სანამ ხორცი
საკმაოდ არ მოიხარშება. შევასქელოთ იმავე ბულიონში ალესილი პურის ფქვილით და
ვადუღოთ. ათი წუთის შემდეგ 4 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ, დავასხათ თეთრი ღვინის
ძმარი, კიდევ ვთქვიფოთ ცოტა ხანს და ჩავასხათ ცეცხლიდან უკვე გადმოდგმულ ბულიონში.
|