ქათმის ბულიონი ნიგვზით
მასალა:
ქათმი 1ც.
ხახვი 200გრ.
ნიგოზი 1 ჩ/ჭ.
ოხრახუში,
ქინძი, ძმარი, დაფქვილი შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათამი
დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. დაჭრილ ხახვს და მწვანილებს, შევურიოთ გატარებული ნიგოზი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, და ჩავაწყოთ ფენა–ფენად ქვაბში ქათამთან ერთად თანმიმდევრობით.
დავასხათ წყალი ისე რომ, პროდუქტები დაფაროს, დავუმატოთ ძმარი და ვხარშოთ მომზადებამდე, დროდადრო ვურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.
|