ქათმის ბოზართმა
მასალა:
1ც.
ქათამი ან ინდაური (სასურველია სოფლის)
ხახვი
1-1,5-2 კგ.
ერბო
300-400გრ.
წითელი
წიწაკა
2-3ც. გემოვნებით
დაფნის
ფოთოლი 2ც.
მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
დაჭრით
ქათამს ნაჭრებათ და ჩაუშვებთ ქვაბში. შუშავთ თავისივე ცხიმში, ამატებთ ხახვს და ცოტა ხნით აგრძელებთ შუშვას. ხახვი რომ დარბილდება, ამატებთ ერბოს, დაფნის ფოთოლს, წიწაკას და შუშავთ მანამ სანამ ხახვი არ გახდება ოქროსფერი. ბოლოს უმატებთ მარილს გემოვნებით. თუ ხედავთ რომ ძალიან მშრალი გამოდის, პერიოდულად დაამატებთ ცხელ წყალს (შესაძლებელია თეთრი ღვინოც დაასხათ) წვენი უნდა იყოს სქელი. მისაყოლებლად რეკომენდირებულია,
კახური ტიპის თეთრი, მშრალი ღვინოები.
|