მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ქართული სუფრის ტრადიციები
20:02
ქართული სუფრის ტრადიციები


ქართული სუფრის ტრადიციები

 

ცნობილი ფაქტია, რომ კულტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა ტრადიციების შეჯერების შემდეგ ყალიბდება და ეს მოვლენა პროგრესის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტადაა შეფასებული. თუმცა საუბარია მხოლოდ სხვა ხალხების კარგ და მისაღებ ტრადიციებზე. ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების აზრით, კი ჩვენ სხვა ხალხისაგან სუფრული ტრადიციების უმეტესად ცუდი მხარეები შევითვისეთ და სწორედ ამიტომაცაა, რომ ნამდვილი, ღირებული ქართული ადათების მოძიება ძალიან გვიან, 21- საუკუნეში გვიწევს. არადა, ის, რაც ათეულობით წლების განმავლობაში ქართული სუფრის უძველესი ადათი გვეგონა, შესაძლებელია ყველაფერი იყო ქართულის გარდა. როგორი იყო ნამდვილი ძველქართული სუფრა, ამის დასადგენად გადავწყვიტეთ ისევ ეთნოგრაფებისათვის მიგვემართა. აღმოსავლეთ საქართველოში, გლეხებსა და თავადებს მეტ-ნაკლებად მსგავსი წეს-ჩვეულებები და სუფრის ტრადიციები ჰქონდათ. განსხვავება უფრო დასავლეთ საქართველოშია თვალშისაცემი. დავიწყოთ იმით, რომ იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში ქეიფი მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სუფრის წინამძღოლი შესაძლებელი იყო ქეიფისას რამდენჯერმე შეცვლილიყო. საერთოდ, ცნობილია, რომ მე-19 საუკუნემდე ქართული სუფრა უფრო თავისუფალი იყო და ხშირად, როგორც დღეს ამბობენ, "ყველა თავისი ჭიქის თამადა იყო”, თუმცა სუფრის წინამძღოლის ინსტიტუტი იქაც არსებობდა. თავადების სუფრა უფრო დიდხანს გრძელდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად კი ქართლ-კახეთში იყო შემთხვევები, როდესაც ბატონი და გლეხი ერთ სუფრაზე ქეიფობდნენ. საერთოდ ქართლ-კახეთში კლასობრივი განსხვავება ძალიან თვალშისაცემი არ იყო, როგორც მაგალითად აფხაზეთში, სადაც აზნაურიც კი არ იკადრებდა გლეხთან პურის გატეხვას. ცნობილი ამბავია, რომ გიორგი ამილახვარს ძალიან უყვარდა გლეხებთან ქეიფი და იმასაც კი ამბობდა: "გლეხებთან ქეიფს სხვა ეშხი აქვსო”.

 

წყარო: avtoradio.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1082 | დაამატა: natia | ტეგები: ქართული სუფრის ტრადიციები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: