ქართული სოუსი
მასალა:
ძროხის
ხორცი (ცხიმოვანი) 1,5 კგ.
კარაქი
80გრ.
ხახვი
4–5 თავი
კარტოფილი
1კგ.
სტაფილო
2ც.
ბულგარული
წიწაკა 1ც.
პომიდორი
5–6ც.
ნიორი
3-4 კბილი
დაფნის
ფოთოლი
1–2ც.
ოხრახუში,
ქინძი, რეჰანი, აჯიკა, დაფქვილი მწარე წითელი წიწაკა, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი
დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ქვაბში ავადუღოთ 2 ლიტრი წყალი, ჩავაწყოთ ხორცი და ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე
1,5 საათი,
პერიოდულად
მოვხადოთ ქაფი. კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ მსხვილ კუბიკებად, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად, სტაფილო და ბულგარული წიწაკა დავჭრათ ზოლებად, პომიდორს მოვაჭრათ თავი და გავხეხოთ (კანი გადავყაროთ), ქინძი და ნიორი მარილთან ერთად დავნაყოთ. მოხარშული ხორცი ამოვიღოთ ქაფქირით, ქვაბში გავადნოთ კარაქი, ჩავაწყოთ ხორცი და შევწვათ 2–3 წუთი. შემდეგ დავუმატოთ ხახვი, 5–7 წუთის შემდეგ როცა შეიწვება დავამატოთ სტაფილო და წიწაკა, ვთუშოთ 5–7 წუთი, დავასხათ გახეხილი პომიდორი, ვშუშოთ 5 წუთი და დავამატოთ დანაყილი ნიორი და ქინძი. შემდეგ ჩავყაროთ მოხარშული კარტოფილი, ავურიოთ (თუ კერძი
ძალიან სქელი გამოვიდა ჩავასხათ ან ხორცის ბულიონი ან კარტოფილის ნახარში), დავამატოთ დაფნის ფოთოლი, აჯიკა, დაფქვილი მწარე წითელი წიწაკა, შავი პილპილი და ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე
10 წუთი. მომზადებამდე 5 წუთით ადრე დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და რეჰანი.
|