ქართული (ასკილის ლუდი)
მოხარშვის
წესი: 2 კგ ასკილს და 200 გრ სვიას დავასხათ 40 ლ წყალი და ვადუღოთ, ვიდრე ყავისფერი არ გახდება. რომ გაცივდება დავუმატოთ 2 კგ შაქარი.
2 ჩ/კ
საფუარი წინასწარ გავხსნათ ნელთბილ 0.5 ჭიქა წყალში და დავასხათ მიღებულ სითხეს. შევფუთოთ კარგად. მზად იქნება 3-4 დღის შემდეგ.
ხორბლის
ლუდი
მოხარშვის
წესი: ერთ ტომარა ქერს ან ხორბალს ჩაყრიან წყალში. როდესაც მარცვალი დარბილდება, მერე შეფუთავენ თბილად. როდესაც ყველა მარცვალი გაღვივდება, გაფენენ გასაშრობად მზეზე. ამას ფორი ეწოდება. მარცვალი კარგად გაშრობამდე არის მზეზე, თან ურევენ რომ არ ჩაიორთქლოს. შემდეგ დაფქვავენ წყლის წისქვილზე და ფქვილს მოხარშავენ წყალში. კარგად მოხარშულს გაფილტრავენ. ტომრებით გაფილტრული წვენი გადააქვთ ქვაბებში და მისცემენ სვეს (მოდის ტყეში და არის ხვიარა მცენარე). კიდევ მოხარშავენ და სვე მისცემს სიმწარეს. ხელმეორედ იფილტრება კიდევ. მერე ასხამენ კასრში ანუ საწდეებში. მისცემენ საფუარს - ჭიჭს და იწყებს დუღილს-ფუილს. დაიდუღებს ხუთ ან ექვს დღეში. საწდეები მაღლიდან იფარება სუფთა ნაჭრებით. დადუღების შემდეგ ამოიღებენ და დოქებში - ხელადებში ასხამენ სუფრაზე მისტანად.
წყარო:
ecopharm.sangu.ge
|