ქადა
ცომი:
პურის ფქვილი 600გრ.
რძე 1 ჭიქა
საფუარი 20გრ.
კვერცხი გული 2ც.
კარაქი 1 ს/კ.
გახეხილი ცედრა 1ც. ლიმონის
შაქარი 1 ს/კ.
მარილი 1/2 ჩ/კ.
შიგთავსი:
პურის ფქვილი 1–1/2 ჭიქა
შაქარი 2 ჭიქა
კარაქი 150გრ.
თავზე მოსასმელად:
კვერცხის გული 1ც.
რძე 2 ს/კ.
მომზადება:
ცომისათვის ცხელ რძეში გავხსნათ დროჟი, დავუმატოთ მარილი, შაქარი,
კვერცხის გული, გამდნარი კარაქი, ლიმონის ცედრა და კარგად ავურიოთ. გაცრილ ფქვილს
დავუმატოთ რძიანი მასა და მოვზილოთ ცომი. ამოსასვლელად გავაჩეროთ თბილ ადგილას
1–1,5 საათი. შიგთავსისთვის ფქვილი გავცრათ, მოვხალოთ საშუალო ტემპერატურაზე,
სანამ არ მიიღებს ოქროს ფერს. დავუმატოთ კარაქი, ავურიოთ, ცოტა გავათბოთ, შევურიოთ
შაქარი, კვლავ ავურიოთ და გადმოვდგათ ქურიდან. ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად, თითოეული
გავაბრტყელოთ მრგვალად, ორ რგოლზე მოვათავსოთ შიგთავსი, დავაფაროთ დარჩენილი ცომის
რგოლები და გადავუკეცოთ გვერდები. ზევიდან დავჩხვლიტოთ ქადა ჩანგლით, მოვათავსოთ
ცხიმწასმულ პორმაზე, ტავზე წავუსვათ რძისგან და კვერცხის გულისგან მომზადებული
მასა. გამოვაცხოთ ქადა 20–25 წუთი 200°С ტემპერატურაზე.
|