ქაბაბი ნაკვერჩხალზე
მასალა:
ცხვრის
(საქონლის)
რბილი ხორცი 500გრ.
კვერცხი
1ც.
ხახვი
4 თავი
ოხრახუში,
პილპილი, კოწახური და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი
გავასუფთავოთ,
გავრეცხოთ,
დავჭრათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან და ოხრახუშთან ერთად. დავამატოთ პილპილი, მარილი, კვერცხი და ცოტა დაფქვილი კოწახური, კარგად ავურიოთ. ცეცხლზე გახურებულ შამფურებზე წამოვაგოთ წინასწარ გამზადებული გატარებული ხორცი, მოვათავსოთ მაყალზე და შევწვათ უალო ნაკვერჩხლებზე სულ მზადყოფნამდე. შეწვის დროს შამფურები მუდმივად ვატრიალოთ. ქაბაბი შეიძლება შეიწვას ცხიმიან ტაფაზეც. მზა ქაბაბს გამოვაცალოთ შამფური, დავდოთ თხელ ლავაშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, დაფქული კოწახური და ლავაში გადავახვიოთ.
(შეიძლება
ქაბაბი გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და დაფქული კოწახური, სუფრაზე მივიტანოთ ლავაშით ან უიმისოდ).
|