ქაბაბი ქალაქურად
მასალა:
ხორცი
500გრ.
ორცხობილის
ფხვნილი 4
ს/კ.
კვერცხი
1ც.
ზეთი
6 ს/კ.
ხახვი
200გრ.
კოწახური
1/2 ჩ/ჭ.
პილპილი
და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
რბილი
ხორცი ხახვთან ერთად 2–ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავაყაროთ კოწახური, დანაყილი პილპილი და მარილი. დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხი და ავურიოთ. შემდეგ ნაწილ–ნაწილ ავიღოთ და მივცეთ მოგრძო ფორმა. ამოვავლოთ ორცხობილას ფხვნილში და შევწვათ ცხიმწასმულ ცხელ ტაფაზე. დაჭრილი ხახვი და ოხრახუში ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ ქაბაბს და სათითაოდ გავახვიოთ სწორკუთხად დაჭრილ ლავაშში.
|