კვერცხი ბაჟეში
მასალა:
კვერცხის რაოდენობა სურვილის
მიხედვით
კარაქი 20-30გრ.
პიტნა 3-4 ღერი ნიორი 1 კბილი
მაიონეზი, ხმელი ქინძი, უცხო
სუნელი, პილპილი, წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი მოვხარშოთ,
გავასუფთავოთ, გავჭრათ სიგრძეზე. ფრთხილად ამოვიღოთ გულები, დავსრისოთ, შევურიოთ წვრილად
დაჭრილი პიტნა, კარაქი, მარილი, შავი პილპილი და ძალიან ცოტა მაიონეზი. ერთიან
მასას რომ მივიღებთ, ამოვავსოთ კვერცხის ცილა. მოვამზადოთ ბაჟე: მაიონეზს შევურიოთ
ცოტა მარილი, ქინძის სუნელი, უცხო სუნელი, წიწაკა, პილპილი, ნიორი, შევათხელოთ
ადუღებული წყლით და ჩავაწყოთ კვერცხები. საუკეთესოა მეორე დღეს.
|