კომშის ლიქიორი
მასალა:
კომში 500გრ.
შაქარი 200გრ.
არაყი 800 მლ.
მომზადება:
კომში
გავთალოთ,
ამოვაჭრათ
გული, დავჭრათ წვრილად, მოვათავსოთ შუშის ჭურჭელში, დავასხათ არაყი, მჭიდროდ დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 3 კვირა ნათელ და თბილ ადგილას. შენახულ ხსნარში ჩავყაროთ შაქარი, მოვურიოთ, შევინახოთ კიდევ 1 კვირით და დროდადრო ვურიოთ. შენახული ხსნარი გავფილტროთ რაიმე საწურზე (კომშის ნაჭრებისგან), ჩავასხათ ბოთლში, დავახუროთ თავზე და შევინაზოთ ცივ ადგილას, გამოდის 1 ლიტრა.
|