კომბოსტო ნიგვზით
მასალა:
კომბოსტო 1 თავი
ნიგოზი 1–1 / 2 ჭიქა
ბროწეული 2ც.
ნიორი 4 კბილი
ვაშლის ძმარი 3 ს/კ.
უცხო სუნელი 1 ჩ/კ.
ხმელი ქინძი 1ჩ/კ.
ზაფრანა 1 ჩ/კ.
კამა, ქინძი, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კომბოსტო
დავშალოთ ფოთლებად, ფოთლების გამაგრებული მხარე მოვაჭრათ და მოვწალოთ ადუღებულ
წყალში (ძალიან არ დავარბილოთ). ნიგოზი და ნიორი გავატაროთ, დავუმატოთ უცხო
სუნელი, ხმელი ქინძი, ზაფრანა, წვრილად დაჭრილი მწვანილები, ბროწეულის მარცვლები,
მოვაყაროთ წიწაკა, მარილი, მოვასხათ ძმარი და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა
მოვათავსოთ თითოეულ კომბოსტოს ფოთოლზე და გადავახვიოთ რულეტივით. დავჭრათ რულეტები
მრგვალად 2 სანტიმეტრ სისქეზე. გავაფორმოთ მწვანილით.
|