კოლიო-წანდილი
მასალა:
ხორბალი 1 კგ.
თაფლი 3/4 ჩ/ჭ.
შაქრის ფხვნილი 1 ჩ/ჭ.
გარგრის ჩირი, ქიშმიში გემოვნებით.
მომზადება:
დარჩეულ, მსხვილ, თეთრ
ხორბალს დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. ვხარშოთ, სანამ კარგად არ ჩაიშლება და
წყალსაც არ შეიშრობს. მერე გადმოვდგათ ცეცხლიდან, თუ წყალი დარჩა გადაასხით ცალკე,
შემდეგ აურიეთ შიგ შაქარი და თაფლი.
გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ ჭერამის ჩირი, ქიშმიში (გემოვნების მიხედვით).
ტრადიციული კახური სამარხვო კერძი, რომელსაც ქელეხზე ხარშავენ.
|