კარტოფილის სალათი ნიგვზით
მასალა:
კარტოფილი 1 კგ.
ნიგოზი 2 ჭიქა
ხახვი 2 თავი
ნიორი 2 კბილი
ოხრახუში, კამა, ქინძი, ვაშლის ძმარი, დაფქვილი წიწაკა, მარილი
გემოვნებით.
სალათის ფოთლები გასაფორმებლად.
მომზადება:
გასუფთავებული კარტოფილი მოვხარშოთ, დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად,
დავუმატოთ გატარებული ნიგოზი, ქინძი და ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ
მარილი, წიწაკა, მოვასხათ ძმარი და კარგად ავურიოთ. გავაფრომოთ სალათის ფოთოლით,
წვრილად დაჭრილი ოხრახუშით და კამით.
|