კარტოფილის ხინკალი
მასალა: ცომი:
ფქვილი 1კგ.
მარილი 0,5 ჩ/კ.
შიგთავსი:
კარტოფილი 1-1,5კგ. ხახვი 3–4 თავი
სამარხვო კარაქი 50გრ.
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით. ზეთი 100-150გრ.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ მარილი, წყალი
და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი), მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ,
ჭიქით გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ
მომზადებული შიგთავსი და შევახვიოთ. ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში (თანდათან ვატრიალოთ ქვაბი რომ ძირზე არ ჩაიკრას ხინკლები),
როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ ქაფქირით ამოვიღოთ
სასურველ ჭურჭელზე. მივირთვათ კარაქთან ერთად ან გამდნარ ერბოსთან ერთად.
შიგთავსის მომზადება:
კარტოფილი მოვხარშოთ. გავფცქვნათ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ალუმინის ქვაბში მოვათავსოთ კარაქი როგორც კი წამოდუღდება, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვთუშოთ (ხახვი ცხიმში თეთრად უნდა მოიშუშოს). შემდეგ შევურიოთ დაჭრილი კარტოფილი, ქვაბს დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი კარტოფილი ჩაითუთქება, ჩავზილოთ კარგად, დავამატოთ შავი პილპილი და მარილი.
|