კარტოფილის ბურთულები ნიგვზით
მასალა:
კარტოფილი 1 კგ.
ნიგოზი 1–1/2 ჭიქა
ხახვი 2-3ც.
ბროწეული 1ც.
ნიორი 4 კბილი
კარაქი 2 ს/კ.
ოხრახუში, დაფქული წიწაკა, მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კანგაცლილი კარტოფილი მოვხარშოთ, დავჭყლიტოთ, დავუმატოთ გატარებული
ხახვი, ბროწეულის მარცვლები, ნიგოზი და ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი (ნაწილი
დაჭრილი მწვანილისა შევინახოთ ბურთულების ამოსავლებად), მოვაყაროთ წიწაკა, მარილი
და კარგად ავურიოთ. მიღებული მასიდან გავაკეთოთ პატარა ბურთულები და ამოვავლოთ
შენახულ მწვანილში, მოვათავსოთ სასურველ ჭურჭელზე და მოვაყაროთ ბროწეულის
მარცვლები.
|