კალმარი ქართულად
მასალა:
კალმარი მოხარშული ან დაკონსერვებული
200 -300გრ.
სოუსი:
ნიორი 6 კბილი
კაკლი 2–3 ს/კ.
მცენარეული ზეთი 2 ს/კ.
ძმარი 3 ჩ/კ.
კამა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მოხარშული ან დაკონსერვებული კალმარი დავჭრათ სიგრძეში წვრილად. ნიორი
და ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ
ზეთი, ძმარი და კარგად ავურიოთ. დაჭრილი კალმარები მოვათავსოთ სასურველ ჭურჭელზე,
მოვასხათ მომზადებული სოუსი და გავაფორმოთ მწვანილით.
|