კალმახი კეცზე
მასალა:
კალმახი საშუალო ზომის 4ც.
გასუფთავებული ნიგოზი 100გრ.
ქინძი 1 კონა
ნიორი 3-4 კბილი
ცხარე წიწაკა 1ც.
თეთრი ღვინის ძმარი 1–2 ჩ/კ.
ოხრახუში და კამა 100გრ.
რეჰანი 2–3 ძირი
დაფნის ფოთოლი 2–3ც.
შავი წიწაკის მარცვლები და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კალმახი გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვაყაროთ ცოტა მარილი და
გავაჩეროთ სანამ მოვამზადებთ სოუსს. ნიგოზი, ნიორი, ქინძი, დაჭრილი წიწაკა,
მოვაყაროთ მარილი და გავატაროთ, დავამატოთ ცოტა ძმარი, კარგად ავურიოთ. მიღებული
მასა წავუსვათ თითოეულ თევზს შიგნიდან და გარედან. თიხის ჭურჭელში მოვათავსოთ
ძირზე ოხრახუში და კამა, ზევიდან დავაწყოთ მომზადებული თევზები და არომატისთვის
დავამატოთ დაფნის ფოთოლი და შავი წიწაკის მარცვლები. დავაფაროთ თავზე თავსახური ან
სპეციალური რკინის ნაჭერი (ჟეშტი) და მოვაყაროთ ცხელი ნახშირი (ნაკვერჩხალი). თუ
ნახშირი არ გვაქვს, შეგვიძლია თავზე დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ გაცხელებულ
აირღუმელში. 20 წუთის შემდეგ გამოვიღოთ, ვაცალოთ გაცივება თევზს და შემდეგ
გავიტანოთ სუფრაზე.
|