კახური (ღანძილი)
ღანძილი ბალახოვანი მცენარეა შროშანისებრთა ოჯახისა. კრეფენ მის ქორფა
ღეროებს, რომლებსაც ღია სალათისფერი დაკრავს. შეფოთლილი ღეროები უფრო უხეშია და
შესაბამისად, უფრო დაბალი ხარისხისა. გაბსაკუთრებით სოფელ გომბორის ღანძილი
ფასობს. მთაში დაკრეფილი ეს მცენარე საუკეთესოდ ითვლება. მოხარშულ ღანძილს კახეთის
სოფლებში მთელი კვირა ინახავენ – ჩაყრიან ცივი წყლით სავსე თასში და დილა-საღამო
წყალს უცვლიან. ვისაც დიდი ხნით სურს შენახვა, ამწნილებს ან აკონსერვებს, თუმცა,
დამახასიათებელი ნაზი არომატი მაინც ახლადმოკრეფილ ღეროებს აქვს. მოხარშულ ღანძილს
აზავებენ ძმრით, ქინძით, მარილითა და კახური მზესუმზირის ზეთით.
|