![](/13/2890.jpg)
კახური (ჭინჭრის ხინკალი)
მასალა:
ცომი:
წყალი 500მლ.
კვერცხი 1ც.
მარილი გემოვნებით
ფქვილი რამდენსაც შეიზელს.
შიგთავსი:
ჭინჭარი 2კგ.
ნიგოზი 2 ჩ/ჭ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
წყალში ჩავყაროთ
მარილი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი), გავაბრტყელოთ, ჭიქით
გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე დავაწყოთ 1 ს/კ. შიგთავსი,
შემოვუკეცოთ ნაპირები, რაც შეიძლება წვრილი ნაოჭებით. ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ
მარილიან წყალში. როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი.
ამოვაწყოთ ხინკლები თეფშზე, ისე რომ არ დაიხას.
შიგთავსის მომზადება:
ჭინჭარი მოვხარშოთ და გავატაროთ, დავამატოთ გატარებული ნიგოზი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი (სურვილისამებრ
ხახვი) და გემოვნებით.
|