კვახის ფხალი
მასალა:
კვახი - იმერული, მწვანე, საშუალო ზომის;
ხახვი
ნიორი
სუნელები ის რასაც ფხლისთვის არის საჭირო
წიწაკა და მარილი.
მომზადება:
კვახი (იმერული მწვანე რომ არის და არა დიდი გოგრის) გაასუფთავეთ და
მოხარშეთ, მოაცალეთ ქერქი და დაჭერით საშუალოზე პატარა კუბიკებად, გადაიტანეთ
ტაფაზე და მოშუშეთ, დააყარეთ ცალკე მოშუშული ხახვი და ნიორი - ზეთში, ვისაც ზეთი
არ უყვარს კარაქში შეაზავეთ სუნელებით, წიწაკით და მზად არის. კვაზის ფხალი
ბარბარე ჯორჯაძის და დოდოშკას რეცეპტის მიხედვითაა. მარტივი მოსამზადებელი და
ორიგინალური გემო გემო აქვს თითქმის შემწვარი კარტოფილის.
|