კუნელის მურაბა
მასალა:
ახალი
კუნელი 1კგ.
შაქარი 1კგ.
ლიმონის
მჟავა 2გრ.
წყალი 300 მლ.
მომზადება:
კუნელს
მოვაჭრათ ბოლოები, გავრეცხოთ, გავაშროთ და სანამ ხილი შრება მოვადუღოთ სიროფი, შაქარს დავამატოთ წყალი და ვხარშოთ საშუალო ტემპერატურაზე სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. ხშირად ვურიოთ რათა არ დაგვეწვას სიროფი. როცა სიროფი მომზადდება, კუნელი ჩავყაროთ ემალის ქვაბში, დავასხათ სიროფი და გავაჩეროთ 10 საათი, აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ დავუმატოთ ლიმონის მჟავა, ვანილი და ვხარშოთ მომზადებამდე. (კუნელის მურაბა ჯანმრთელობისათვის
სასარგებლოა).
|