მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » კუნელი
22:11
კუნელი


კუნელი

 

კუნელი (Crataegus), ეკლიანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მოიცავს 200--მდე სახეობას (სხვა მონაცემებით 1000-ზე მეტ სახეობას), რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერსა და ნაწილობრივ სუბტროპიკული ჰავის ზონაში (ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში). ყოფილ სსრკ-ში 50-მდე ველური და 75-მდე ეგზოტური სახეობაა. კავკასიაში ბუნებრივად გავრცელებული 20-მდე სახეობიდან საქართველოში იზრდება 9. მათგან კავკასიური კუნელი (Crataegus caucasica) და კოლხური კუნელი (Crataegus colchica) ენდემებია, პირველი სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიისა, მეორე - კოლხეთის. მოშენებულია ზოგიერთი ველური კუნელიც. ინტროდუცირებულია აგრეთვე 30-მდე სახეობა. ველური სახეობიდან ჩვენში ყველაზე უფრო გავრცელებულია შავი ანუ ხუთბუშტუკოვანი კუნელი (Crataegus pentagyna) და ირიბჯამფოთოლაკიანი კუნელი (Crataegus curvisepala). კუნელი საქართველოში ყველგან იზრდება, ბარიდან მოკიდებული მთის შუა სარტყლამდე, მშრალ და ღია ფერდობებზე, გამეჩხერებულ ტყეებსა (ქვეტყედ) და ნაკაფებზე, ზოგჯერ სუბალპურ სარტყელშიც აღწევს. გვხვდება უფრო ბუჩქნარებისკუნელიანების სახით, რომელიც მეტწილად ტყის მოჭრის შედეგად ჩნდება და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. ნიადაგისადმი კუნელი საკმაოდ განურჩეველია, თუმცა უფრო ხაროს ღრმა, საშუალოდ ტენიან და დაწრეტილ ნიადაგზე. ყვავილობს აპრილ-ივლისში. ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. საკმაოდ ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყრით, ზოგჯერ ფესვის ნაბარტითაც. ცოცხლობს 200-300 წელს. დეკორატიულია. გამოსადეგია ცოცხალ ღობედ. მშრალი ფერდობების გასამწვანებლად, ვაშლის, მსხლის, კომშის, ზღმარტლის ქონდარა საძირედ. აქვს მკვრივი და მაგარი ღია ვარდისფერი ან მურა-მოწითალო მერქანი, რომელსაც იყენებენ წვრილმანი ნივთების დასამზადებლად, ნუჟრებსსადურგლოდ. ზოგი სახეობის (ყამბრო — Crataegus pontica, კნაპა — Crataegus orientalis და სხვა) ნაყოფი იჭმევა. ზოგან გამხმარ ნაყოფს ფქვავენ და პურის ფქვილში ურევენ ნორჩი ფოთლებისაგან აყენებენ ჩაისმაგვარ სასმელს. კუნელი თაფლოვანია.

 

წყარო: ka.wikipedia.org

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2414 | დაამატა: natia | ტეგები: კუნელი | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: